მინდია გადაევი

მინდია გადაევი

შპს PDP მმართველი პარტნიორი

ინვესტიციების და პროექტების მართვის ექსპერტი 20+ წლის გამოცდილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის განხორციელებული ტრანზაქციების გამოცდილებით. დაიწყო პროფესიონალური კარიერა როგორც კომერციული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, შემდეგ გადავიდა საჯარო სექტორში და ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის და შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობები. Loyal Capital Group-ის ვიცე პრეზიდენტის რანგში ზედამხედველობას უწევდა პროექტების განვითარების მიმართულებას. ფლობს ეკონომიკის მაგისტრის წოდებას, როემლიც მიღებული აქვს ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

გააჩნია პროექტების განხორციელების ინტერ-სექტორალური გამოცდილება უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, წარმოების და ენერგეტიკის სექტორებში. მისი ძირითადი კომპეტენცია არის: სტრატეგიის დაგეგმარება; პროექტის ლიდერობა მისი ხანგრძლივობის სრული ციკლის განმავლობაში; სესხის/კაპიტალის/გარანტიების ტრანზაქციების სტრუქტურირება და განხორციელება; ფინანსურ ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები; კონტრაქტების მართვა (გენერალური კონტრაქტები - FIDIC, კონსულტანტები, სერვისების მომწოდებლები და სხვა); ბიზნესის განვითარება; ხალხის და ფონდების მართვა.