სესხის თაობაზე მოლაპარაკებები და წარმომადგენლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სესხის მიღების სტრატეგიის მომზადებაში და მათთვის ფინანსირების ყველაზე მისაღები სტრუქტურის შერჩევაში (ძირითადი სესხი, ექსპორტის დაფინანსება, შუალედური სესხი, სამშენებლო სესხი, აქციონერული სესხი, საბრუნავი კაპიტალის სესხი). ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ქართულ ბანკებთან ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორებიც არის: EBRD, DFC (ყოფილი OPIC), IFC, ექსპორტის დაფინანსების სააგენტოები. ჩვენ ვმართავთ სრულ პროცეს:
- ფინანსური მოდელირება: წინარე ფინანსური მიზანშეწონილობის ანალიზი, პროექტის ბიუჯეტის შედგენა
- საბაზრო, ფინანსური, ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევების მომზადების კოორდინაცია
- ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური აუდიტის კოორდინაცია
- გამსესხებლებთან კომერციული და არა-კომერციული პირობებზე შეთანხმება, მათ შორის სესხის პარამეტრები, ანგარიშვალდებულებები, ვალდებულებების არ შესრულებებეის მოვლენები, და ამის შემდგომ იურიდიულად შემბოჭველი წინადადების მიღება
- სესხის ხელშეკრულების შედარება იურიდიულად შემბოჭველ წინადადებასთან.