პროექტის მართვა

პროექტის მართვა

ნებისმიერი მეტ ნაკლებათ დიდი ზომის კაპიტალური პროექტის შედეგების კონტროლი, პრობლემებზე დროულ რეაგირება,  მონაწილეების ეფექტური კოორდინაცია და ხარჯების და მშენებლობის დროის ეფექტური მენეჯმენტი, მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას.

პროექტში, პასუხიმგებლიანი და სანდო პროექტის მენეჯერის  მონაწილეობა, ზუსტად ამ მიზნებს ემსახურება. PDP სთავაზობს თავის მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტის მართვის გარკვეულ სერვისებს. ჩვენი ექსპერტიზა ფარავს განვითარების მთლიანი პროცესის ორგანიზებას  - დაწყებული წინა-სამშენებლო ფაზით, გაგრძელებული ტენდერების ორგანიზებით და სამშენებლო პროცესის სრული ზედამხედველობით და დასრულებული მშენებლობის წარმატებული ჩაბარებით. ჩვენ გთავაზობთ:

კონტრაქტების მართვა

კონტრაქტების მართვის მომსახურეობა, გთავაზობთ, ურთიერთობების სტაბილურად გაგრძელებისათვის და დამკვეთისათვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ორიენტირებულ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწრაფ, მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს. ეს მომსახურეობა მოიცავ საკონტრაქტო პირობების განგრძობად ზედამხედველობას და კონტროლს და პროაქტიურ და დროულ რჩევას შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით:

  • სესხის/კაპიტალის/გარანტიის დოკუმენტალური გუნდის მართვა (სასესხო ხელშეკრულებები, აქციონერული ხელშეკრულებები, ინტერკრედიტორების ხელშეკრულებები, უზრუნველყოფის ხელშეკრულებები)
  • სამშენებლო კონტრაქტი (FIDIC კონტრაქტის უბრალო ფორმა, ყვითელი, წითელი, ვერცხლის წიგნები)
  • კონსულტანტების კონტრაქტები (FIDIC თეთრი წიგნი)
  • სასტუმროს ოპერატორის შერჩევა (მართვის ხელშეკრულება, ტექნიკური სერვისების ხელშეკრულება)
     

პროქტირების მართვა/კოორდინაცია

PDP პროექტირების მართვის/კოორდინაციის მომსახურეობა გულისხმობს არქიტექტორების, დიზაინერების და ინჟინერების კოორდინაციას და აქტიური მრჩევლის როლს ნახაზების, სპეციფიკაციების და მასალების ოპტიმიზაციისათვის. ამის შედეგად ხდება დიზაინის ოპტიმიზაცია პროექტის ადრეულ ეტაპეპზე, რაც თავის მხრივ განაპირობებს გამჭვირვალე, ეფექტურ გეგმარებას და მართვას, მათ შორის მოცულობების სწორად აღრიცხვას, რესურსების მენეჯმენტს, ნაკლებ ცვლილებებს და უფრო საზრიან შესყიდვებს.

ხარჯების მართვა

პროექტის განვითარებისას, ხარჯებს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ხარჯებზე ფიქრი მუდამ თან სდევს პროექტს - კონცეპტუალური ბიუჯეტიდან დაწყებული, მისი მშენებლობით გაგრძელებული და შემდგომში გამოყენებით დასრულებული. ხარჯების წარმატებული კონტროლი განაპირობებს უძრავი ქონების აქტივის შედეგიანობას მისი არსებობის სრული ციკლის განმავლობაში.

ინდივიდუალური პროექტის ფარგლებში, ხარჯების კონტროლისათვის ჩვენ ვიყენებთ ხარჯების მონიტორინგისათვის გამოცდილ ტექნიკას. ეს განგრძობადი პროცესი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს დროული ანალიზი დაგეგმილ და რეალურ ხარჯების შესახებ და ასევე გვაძლევს შესაძლებლობას განვახორციელოდ ბიუჯეტის მოდელირება პროექტის დასრულებისას.

ტენდერები და შესყიდვების მართვა

პროექტის შესყიდვების პროცესი მოიცავს საქონელის და სერვისების შეძენის პროცეს რომლებიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის და რომელიც უნდა იყოს ინვესტორის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ამაში შედის სხვადასხვა მომწოდებლებისაგან სხვადასხვა პროდუქტების და სერვისების შეძენა, იჯარა, დაქირავება. შესყიდვების მართვა მოიცავს შემდეგ პროცესს: ა) შესყიდვების დაგეგმარება, ბ) შესყიდვების განხორციელება, გ) შესყიდვების კონტროლი, დ) შესყიდვის დასრულება. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში შესყიდვებზე და მათ დროულ მიწოდებაზე კონტროლს.

მშენებლობის მართვა

ფუნქციონალურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მშენებლობის მართვა მოიცავს მთლიან გეგმარებას, ყველა კონტრატორის და ქვე-კონტრაქტორების კოორდინაციას და კონტროლს, დასაწყისიდან დასრულებამდე. ტიპიურად ეს პროცესი მოითხოვს PDP გაზრდილ როლს პროექტების მიზნების და გეგმების შედგენაში, შედეგების გასაზომი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში, პროექტის მონაწილეების შერჩევაში, მრავალი კონტრაქტის მართვაში და ყველა მხარეების კოორდინაციაში.  

პროგრამების მართვა

პროგრამის მართვა მოიცავს პროექტების ჯგუფეფის მართვას და საუკეთესო შესაძლო მიზნის მისაღწევად ამ პროექტების სტრუქტურირებას, გეგმარებას და ზედამხედველობას. ცალკეული პროექტის დეტალებზე ფოკუსირების დროს, ჩვენ ვინარჩუნებთ ფართო ხედვას და ვიცავთ გრძელ ვადიან სტრატეგიას.