პაატა ცინცაძე

პაატა ცინცაძე

ენერგეტიკის უფროსი ექსპერტი

ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰესების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით და მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის პროფესორი.

აქვს ენერგეტიკის სექტორში 40+ წლის მუშაობის გამოცდილება.  მუშაობდა ენგურჰესis  და ხუდონჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპერიმენტალურ კვლევებზე. იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელწიფო კორდინატორის მოადგილესაქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი. ხელმძღვანელობდა ხობი ჰესი 1-2 მშენებლობას, დიზი და კვანჭიანარი ჰესების მშენებლობის პროექტს. მონაწილეობდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების და მისი დასავლურ პრიციპებზე მოწყობის, სს თელასის, გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის პრივატიზაციის,   საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების პროცესებში. სხადასხვა დროს იყო  WB, EBRD, UNDP, KFW პროექტების უფროსი კოსულტანტი.  

გააჩნია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის  ტექნიკური და ეკონომიკური  ასპექტების, სამართებლივი ბაზის და ინსტიტუციონალური  მოწყობის სიღრმისეული ცოდნა, აქვს მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები  დარგის მოქმედ ხელმძღვანელობასთან და ცნობილ სპეციალისტებთან, გააჩნია საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მართვის გამოცდილება.