სანდრო ბალიაშვილი

სანდრო ბალიაშვილი

მშენებლობის მთავარი ექსპერტი

მშენებლობის / დიზაინის ექსპერტი, 2 მილიონი მ2 ფართების დიზაინისა და სამშენებლო პროექტების 25 წლიანი გამოცდილებით. მუშაობდა,  როგორც არქიტექტორი, მშენებლობის ინჟინერი, მშენებლობის მენეჯერი, პროექტის მენეჯერი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში სხვადასხვა პროექტებზე, როგორიცაა სასტუმროები, სპორტული ობიექტები, საცხოვრებელი, სამედიცინო, ინფრასტრუქტურული, საკონცერტო დარბაზები, რესტორნების ქსელები, საელჩოები, კულტურული მემკვიდრეობის შენობები და ა.შ. ფლობს მაგისტრის ხარისხს არქიტექტურაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო და გარემოს დაცვის ინჟინერიის მიმართულებით (რუტგერსი, ნიუ – ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ).

გააჩნია დამკვეტების და კონტრაქტორების მხარეს მუშაობის მდიდარი ინტერდისციპლინარული გამოცდილება. ძალზე ეფექტურია გუნდური ძალისხმევის კოორდინაციაში და  დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, კონტრაქტორებთან, დამფინანსებელ ინსტიტუტებთან და  პროექტის სხვადასხვა მომწოდებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებაში. გააჩნია პროექტირების, სამშემებლო სტანდარტების, სამშენებლო მასალებისა და პროცესების, პროექტის აუცილებელი ჯგუფების შექმნის და დოკუმენტბრუნვის, მართვის ინსტრუმენტების მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ღრმა ცოდნა.